თეგი: რობინ დანიგანი

საელჩო: საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აშშ $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს

ამერიკის საელჩო, საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ იუწყება. საელჩოში აცხადებენ, რომ შტატები $19-მილიონიან პროგრამას ახორციელებს. „საქართველოში საკვების უსაფრთხოების, წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან. ამ მიმართულებით 2019 წლიდან ვახორციელებთ $19-მილიონიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მინისტრ შამუგიასთან ერთად ელჩმა დანიგანმა გახსნა, საზოგადოება გაეცნო საქართველოს რძისა და მესაქონლეობის ინსდუსტრიაში არსებულ განვითარებებს, ასევე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ძალისხმევას ქვეყანაში საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით,“ - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რობინ დანიგანი გერტ იან კოპმანს ბრიუსელში შეხვდა

ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირთან და დასავლეთთან. „ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა გერტ იან კომპანთან. მათ განიხილეს აშშ-ევროკავშირის ძლიერი თანამშრომლობა ჩვენი საერთო მიზნის - ევროკავშირთან და დასავლეთთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან თავის მხრივ, კომპანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ- და ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და მათი თანამშრომლობა გაგრძელდება.  

ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას

აშშ-ის ელჩის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბებიან კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ელჩი დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს, ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან - ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ის ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და ჩვენ გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფრმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის,“ - განაცხადა ელჩმა დანიგანმა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ელჩმა დანიგანმა და სუს-ის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. „გრიგოლ ლილუაშვილმა და რობინ დანიგანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. გრიგოლ ლილუაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია  

ელჩი დანიგანი: ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა შესაძლებლობები განვითარდეს, გარკვეული ინოვაციები დაინერგოს

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები.“ ელჩის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. „ჩემთვის დიდ პატივია, ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს შეკრებილი. სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით. დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებები გააზრება, იდენტიფიცირება,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. „საქართველოს წარმომადგენლობა ახლახან დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტებული მიდგომაა. ასევე არის გამოფენა, ჩვენთან ახალა ეს არის კიდევ ერთ ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება. ეს კონფერენცია დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, რათა კვლავაც აღვნიშნოთ გამოწვევები, რომელიც არსებობს და აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე, მის უფლებები ორიენტებული. ეს კონფერენცია წინ გადადგმული ნაბიჯია,“ – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ელჩმა დანიგანმა და ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი ფინასთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს შეხვდა. მხარეებმა სანქციების აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრეს. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ მადლობას უხდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიერ გაწეული რთული სამუშაოსთვოს, რათა თავიდან აიცილოს შატტებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის რუსეთის ხელში ჩავარდნა. ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ელჩი დანიგანი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას. ასევე, მინისტრმა ელჩს გააცნო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პროცესები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმები. ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით შემუშავებული მექანიზმები და არსებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთის ძალები გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ.  

ელჩი დანიგანი: ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საქართველომ გადადგა ევროკავშირის, დასავლეთის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგა. „დიდი მადლობა, პრეზიდენტო, დიდი მადლობა ელჩო, დიდი მადლობა საქართველო. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მოლოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ნამდვილად უზარმაზარი მიღწევაა. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა, მივულოცო ევროკავშირს, იმ დიდი შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს და სხვა ასპირანტ ქვეყნებს. ეს მართლაც შთამბეჭდავი, რთული სამუშაოა, ასე რომ, ვულოცავ კოლეგებს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან, ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობს, როდესაც თქვენ მუშაობთ საქართველოს პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე, თქვენს ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალზე ევროკავშირში. მინდა, კიდევ ორი რამ ვთქვა, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობის მხარდასაჭერად. ამ პარასკევს აშშ ვეტერანების დღეს აღნიშნავს. ქართველებმა იბრძოლეს და დაეცნენ ბრძოლაში ამერიკელ და NATO-ელ სამხედროებთან ერთად, ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. მადლობა საქართველოს ამისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო წარსულზე, საერთო ღირებულებებსა და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, საერთო მომავალზეც. ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი. კიდევ ერთხელ, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღე ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროპის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე: სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე

ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება, ემსახურებოდეს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს განმარტა, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის. „ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე - რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არამხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც. ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არამხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ," - ამბობს ელჩი.  

აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში. რობინ დანიგანი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს. მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, საჭიროა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას. „ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება. ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია," - ამბობს ელჩი. რადიო თავისუფლებამ მას ასევე ჰკითხა, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება. „გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა," - ამბობს რობინ დანიგანი.  

ამერიკის საელჩო: ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის მოვამზადოთ

ამერიკის ელჩმა დანიგანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-საქართველოს ძლიერი და მზარდი საგანმანათლებლო პარტნიორობა განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. შეხვერა 14 ნოემბერს განათლების სამინისტროში გაიმართა. „ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მოვამზადოთ მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის. ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ქვაკუთხედია ჩვენი საერთო მიზნებისა, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, რომ ის გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული და მყარად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტროც. უწყების ცნობით, ლჩთან საუბრისას მინისტრმა დეტალურად განიხილა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, რომლებიც აშშ-ის საელჩოსთან და USAID-თან თანამშრომლობით ამ ეტაპზე ხორციელდება. „შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების მიზნებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ამერიკის მხარესთან პარტნიორობით ხორციელდება, სრულ თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებთან და მიმდინარე რეფორმებთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და აშშ-ის უნივერსიტეტების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ამერიკის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოების მიზნით, აშშ-ის საელჩო მომავალი წლისთვის აორგანიზებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრის დასასრულს რობინ დანიგანმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა,“ - წერს განათლების სამინისტრო.  

დანიგანი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს. „თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე, განაცხადა რობინ დანიგანმა.  ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი. „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში", - განაცხადა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი  

რობინ დანიგანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, ცოტათი არასასურველი ვითარებაა

რას ნიშნავს აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება. ამერიკის ელჩმა ეს თემა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განიხილა. რობინ დანიგანის თქმით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. „გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა," - ამბობს რობინ დანიგანი. ასევე გაეცანით საქართველო: ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ელჩი დანიგანი: ყოველთვის დავიცავ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი იმ პრიორიტეტბზე კიდევ ერთხელ საუბრობს, რა მიმართულებითაც მუშაობას აპირებს. მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დაუღალავი შრომის პირობა კიდევ ერთხელ დადო. ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას. დანიგანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა საქართველომ 8 ნოემბერს. ძალიან მნიშვნელოვანია ის 9 ნაბიჯი, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ პოლიტიკური მხარეები საქართველოსთვის - ეს მოითხოვს ერთიანობას. მოუთმენლად ველით გადაწყვეტილებას, ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს,“  განაცხადა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. რობინ დანიგანმა ამავე ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ნეგატიური რიტორიკა საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის ხასიათში არ არის. „ჩვენ 30 წელზე მეტია, გვაქვს პარტნიორობა, ეს მართლაც წარმოუდგენელია, რაც ერთად შევძელით. დაახლოებით 6 მილიარდის დახმარება გამოვუყავით საქართველოს, რათა განვითარებულიყო ჯანდაცვის, მედიის სფერო, ხალხთაშორის ურთიერთობა. ამერიკელი და ქართველი ხალხები იზიარებენ ღირებულებებს - ჩენ გვჯერა დემოკრატიის, თავისუფალი არჩევანის და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ უკეთესი მოვალი მოვუტანოთ მომავალ თაობას. ველოდები, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობა გვექნება მთავრობასთან, პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, მედიასთან,“ აღნიშნა ელჩმა. რობინ დანიგანმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „საქართველო ნამდვილად რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროპასთან, NATO-სთან. ქართველებმა უკეთ იციან, რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინი, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. მინდა, სამძიმარი გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ, ეს არის ტრაგიკული შედეგი ამ ოკუპაციისა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, საქართველოს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა - მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი მსოფლიოს დიდი ნაწილი შორდება რუსეთთან ურთიერთობას. შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის ფარგლებში იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება. IRI: გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს ევროკავშირი რა თქმა უნდა, დააკვირდება იმას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს დაახლოებული ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მე არ მსურს, ვისაუბრო, როგორ უნდა წარმართოს ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ვიცით პუტინის პოლიტიკის ნეგატიური ასპექტი - ის, თუ რა ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისათვის,“ განაცხადა ელჩმა დანიგანმა. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას და რისკებს, დანიგანმა ხაზი გაუსვა „იძულებითი ეკონომიკის პრაქტიკას.“ „როდესაც ჩინეთთან იჭერ საქმეს, ყოველთვის უნდა იყო ფრთხილად და გესმოდეს პოტენციური შედეგი შენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასევე უნდა უზრუნველყო ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს საბაზრო ეკონომიკას,“ - აღნიშნა ელჩმა დანიგანმა.

რობინ დაგიგანი: DFC-მ საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. რობინ დანიგანის თქმით, უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ელჩი საქართველოში უფრო მეტი ამერიკული კომპანიის მოზიდვას უჭერს მხარს. „ჩვენი პროგრამები, მაგალითად, USAID-ის პროგრამები, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, ფერმერების, სოფლის მეურნეობაში მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს ფინანსური განვითარების კორპორაცია, DFC და მათ ზუსტად 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მოვიწვიოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში და ქართული კომპანიები - ამერიკაში. ასეთი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დანიგანმა „იმედთან“ ინტერვიუში. მანე მეტი ამერიკული ინვესტიციის საქართველოში მოსაზიდად შეხვედრები უკვე გამართა. ელჩის განმარტებით, ამ მიზნით შეხვდა ძალიან ბევრ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენელს.  

რობინ დანიგანი: შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება

აშშ-ის ელჩის შეფასებით, შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება. რობინ დანიგანმა სენატი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას. „აშშ-ის სენატი დიდ ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდგომ. საქართველოსთვის ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის, მოკავშირეობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვას ძალიან დაეხმარება,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა  

ელჩი დანიგანი: ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. რობინ დანიგანის თქმით, შტატები მუშაობა ცესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „ჩენ შევიტანთ ჩვენს წვლილს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში. მე უკვე ვესაუბრე ელჩ მაიკლ კარპენტერს და განვიხილეთ, თუ რა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და ასევე ამერიკისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს

ნათია თურნავა რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად. „ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს USAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა, მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას," - აღნიშნა ნათია თურნავამ  

დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.   „ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა თბილისის მერიის ცნობით. მერიის ცნობით, „თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.„  „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ. ასევე გაეცანით ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

დანიგანი თბილისის მერთან შეხვედრაზე: ველი შემდგომ თანამშრომლობას

აშშ-ის ელჩისა და თბილისის მერის შეხვედრაზე საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა მერ კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის! სასიამოვნო იყო თბილისში კვლავ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა. ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან,“ - წერს ამერიკის საელჩო. დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს  

ელჩი დანიგანი: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში, ჩვენ ყველას, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო

აშშ-ის საელჩო თბილისში, უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ყოველწლიურ 16-დღიან კამპანიას. ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას იასახავს მიზნად. გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაახლოებით ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში მაინც გამხდარა ინტიმური ან არაინტიმური პარტნიორის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. გენდერული ძალადობა წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ. ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. სწორედ ამიტომ აშშ-ის საელჩო უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ძალადობა-გამოვლილ ადამიანებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სამართალდამცველებთან და სხვა აქტორებთან გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე. მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში. 2017 წელს საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა და გადადგა ნაბიჯები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პროცედურული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენ ყველას, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მოგიწოდებთ ყველას, გავხდეთ აქტივისტები გენდერული ძალადობის პრევენციისთვის. წელს ჩვენ ვუერთდებით გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომლის წლევანდელი სლოგანია - „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისათვის!“ მოდით, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდეს ქალებისა და გოგოებისთვის,“ - აღნიშნავს ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი.  

USAID-ის ხელშეწყობით, კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

კახეთის რეგიონის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. USAID-ის მიერ თანადაფინანსებული ახალი საწარმო ყოველწლიურად, 40 ადგილობრივი ფერმერისგან მიღებულ 600 ტონამდე კაკალს გადაამუშავებს.  „USAID-ის ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ფერმერებსა და აგრობიზნესებს დაეხმარება, გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს საწარმო იმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის კეთილდღეობას და დაეხმაროს ფერმერებს, აგრობიზნესებსა და მოსახლეობას ისარგებლონ იმ პრიორიტეტებით, რაც ევროპიასთან დაახლოებას მოაქვს,“ - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში  

დანიგანი საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქი ეროვნული საგანძურია. „ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით. ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა. მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით,“ - განაცხადა ელჩმა. საქართველოს საპატრიარქოს ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ. საპატრიარქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა.  

ელჩი დანიგანი: მომავალ წელს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მომავალ წელსაც გააღრმავებს. „აშშ-ის საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, აშშ-ის საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით. საელჩოში თითოეული ამერიკელი ძალიან იღბლიანია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგულნი ვრჩებით მიზნის - განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს,“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა.  

ელჩი დანიგანი აშშ-საქართველოს მეგობრობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს

ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ხელს უწეობს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ამის მაგალითად საელჩოს დღევანდელი ღონისძიება მოჰყავს. „1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, “- წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. რესტორნის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ელჩი დანიგანი. „მოხარული ვარ, მივესალმო კიდევ ერთ ამერიკული ბრენდს საქართველოში და გავაძლიერო აშშ-საქართველოს მეგობრობა; ეკონომიკური კავშირები სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების გზით,“ აღნიშნა რობინ დანიგანმა.  

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

Europetime-ს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში (USEUCOM) განუცხადეს, რომ „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით.“ ამით აშშ-ის ევროპულ სარდლობაში უპასუხეს Europetime-ის შეკითხვას, რა კონტექსტში განიხილებოდა საქართველო და როგორ ფასდება ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მხრივ. საუბარია რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას მიეძღვნა. აშშ-ის ევროპულ სარდლობაში ხაზს უსვამენ, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს უსაფრთხოების სფეროში მტკიცე კავშირები აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს  თავდაცვის ძალებთან." „NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობით, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, რათა უზრუნველყოს ენერგეტიკული მარშრუტების დაცვა და გადაჭრას უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას. ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს, რადგან ის ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებების დაცვას რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში,“ - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობიდან Europetime-ისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“  ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, გათხევადებული გაზის (LNG) ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ როგორც ცნობილია, „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.“ თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

ელჩი დანიგანი: ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვისას ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას. „ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა. პროგრამა დაეხმარება მასწავლებლებს, სტუდენტებს გააძლიერონ სწავლების მეთოდები. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება არის ფუნდამენტი ზოგადად განვითარების და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიისთვის,“ განაცხადა რობინ დანიგანმა. უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას,  რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ამერიკის საელჩო: არიზონისა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყებას, ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook გვერდი იტყობინება. „აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს აღვნიშნავთ! ელჩმა რობინ დანიგანმა განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არიზონის შტატის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან. USAID/Georgia და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერენ მასწავლებელთა სასწავლო პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც მომავალ მასწავლებლებს უზრუნველყოფს ახალგაზრდების აღზრდის პროცესში საჭირო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით,“ წერს ამერიკის საელჩო. ელჩი დანიგანი: ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა  

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციას აშშ დააფინანსებს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ 135 000 დოლარს გამოყოფს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია. „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს, ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია, უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა,“ აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება. დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.  

რობინ დანიგანმა სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს. როგორც დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდება. „მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება. კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,“ – აცხადებს დანიგანი.  

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას - ამერიკის ელჩ რობინ დანიგანის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-სთან უფრო ღრმა ეკონომიკური კავშირები ქვეყანას გააძლიერებს და შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებები გაძლიერდეს. „მე ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის, ბევრი ქვეყანა უშუალოდ არ მუშაობს თავისუფალ ვაჭრობაზე იმიტომ, რომ დიდი ხანი გრძელდება. მე ვუყურებ იმას, რომ შეიძლება, კონკრეტული მიმართულებები განვითარდეს, მაგალითად, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ციფრული ეკონომიკის, და ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, ცალკეულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით," - აღნიშნა რობინ დანიგანმა რუსთავი2-თან საუბარში.  

საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის, მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის, მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია. „მე ნამდვილად მინდა, უფრო მეტი ქართველი მოგზაურობდეს აშშ-ში და ჰქონდეთ ვიზა. მე ზოგადად ვისაუბრებ უვიზო მიმოსვლაზე, ამისთვის არსებობს ძალიან ტექნიკური მოთხოვნები, რომ ქვეყანამ მიიღოს უვიზო რეჟიმი. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, ამიტომ, ამას დავუკავშირებ საქართელოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, რამდენად სარგებლიანია ევროკავშირში გაწევრიანება, უკეთესი სამუშაო ადგილები, უკეთესი პენსიები და ასევე მოგზაურობაც უფრო მარტივი ხდება. ვფიქრობ, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია," - აცხადებს დანიგანი.  რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა  ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. „არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ, აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ რუსთავი2-ის ეთერში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. „არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ, აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ რუსთავი2-ის ეთერში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს ეწვია

ბათუმში, მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია.   საპატიო სტუმარს Wondernet Express Investment Group-ის დამფუძნებელმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი გააცნეს. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო განვითარების გზები.   შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group.“  

აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო,“ წერს თავდაცვის უწყება. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.  

ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. მან ელჩთან საუბრისას ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების, ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველთვის იყო დიდი მხარდამჭერი საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცესების განვითარების ქვეყანაში, რისი დასტურიც არის ჩვენს არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ ამის გამოძახილია დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან. ჩვენ განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი, ის გამოწვევები და საჭიროებები რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლზე საარჩევნო პროცესებში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკოს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკოს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენი რეალური მიზანი, აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს პირადად ამ საკითხებით დაინტერესებისთვის, გამოხატული ინტერესისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოხატავს. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კელი მაკინტოში. ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ  

ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას

აშშ-საქართველოს ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ამის შესახებ ამერიკის საელჩო წერს, რითაც ელჩ რობინ  დანიგანსა და თავდაცვის ახალ მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება. „ელჩ რობინ დანიგანს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ.  

ელჩი დანიგანი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა

აშშ-ის ელჩის განცხადებით, შტატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. შესაბამისი კომენტარი მედიასთან გააკეთა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. ელჩის თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში, საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ ,“ განუცხადა ელჩმა მედიას. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის          

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დანიგანმა და კობახიძემ შუა დერეფნის განვითარების საკითხიც განიხილეს

ამერიკის საელჩოს ცნობით, ელჩ დანიგანსა და პრემიერ კობახიძეს შორის შეხვედრის დროს ასევე განიხილებოდა შუა დერეფნის განვითარარების საკითხი. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. „აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 თებერვალს პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტი იუწყება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენა გაიმართება თემაზე: „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.“  

რობინ დანიგანი: საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც აშშ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც შეერთებული შტატები, ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი აშშ-საქართველოს მეგობრობის გაღრმავებაა. ელჩმა აღნიშნა აშშ-ის ხელშეწყობით საქართველოში ჩატარებული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობა. „ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხედრივარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მ ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ NATO-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი,“ – განაცხადა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ პრემიერ კობახიძესთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება მისი პრიორიტეტია. „მათ შორის, საქართველოს ევროატლატიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერით.  

რუსეთი საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას არ წარმოადგენს - ელჩი დანიგანი

ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელსაც საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის რაიმე დადებითის მოტანა შეუძლია. ელჩის თქმით, არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, აშშ-სგან არის მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან საიმისოდ, რომ არსებობდეს ნდობა არჩევნებისადმი. „არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის. აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა მედიასთან.  

ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან

ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, რომელშიც “ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი.“ ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით. „ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი და გარკვირვებული ვარ, რომ მან ასეთი ყურადღება მიიპყრო. რეალურად, ეს არის ის იმისთვის, რომ დაეხმარონ სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს, იყვნენ უფრო ინკლუზიურები. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვარ ჩემი შვილების ამაყი დედა, ამაყო მეუღლე, ამაყო და, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ისეთი ენა, რომელიც სხვების მიმართ პატივისცემით მოპყრობას გულისხმობს. ქართულ ენას ასევე არ აქვს გენდერული სხვაობა ნაცვალსახელში, (როგორც ინგლისურში He, She), რაც ვფიქრობ საინტერესოა. ყველა უნდა ვცდილობდეთ, ვისარგებლოთ ენით, რომელიც პატივს სცემს სხვებს,“ განაცხადა ელჩმა მედიასთან, საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. „მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. შევუერთდი საქართველოს მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რათა აღვნიშნოთ ​USAID-ის ძალიან წარმატებული პროგრამის დახურვა აქ, საქართველოში. ეს ხუთწლიანი და 27 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა იყო ძალიან ეფექტური საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აშშ-ის პარტნიორობაზე საქართველოსთან. 32 წლის განმავლობაში ჩვენ ექვსი მილიარდი დოლარი გადავეცით საქართველოს და ეს პროგრამა არის ჩვენი დახმარების სახე. ამ პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. ასე რომ, ნამდვილად სიამოვნებაა ამ წარმატებული პროგრამის დასრულების აღნიშვნა,“ – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.  

აშშ-საქართველოს პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, არჩევნები, ქვეყნის სუვერენიტეტი - ელჩ დანიგანის გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარდგა. მის სიტყვას Europetime პუნქტობრივად, სრულად გთავაზობთ: საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა. ამერიკის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც შტატებმა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გაიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეს მოწვევისა და ამ შესაძლებლობისთვის, აგრეთვე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მე მქონდა პატივი, ბევრ თქვენგანთან ცალ-ცალკე შეხვედრისა და საუბრის. და, უნდა ვთქვა, რომ ამ პატივსაცემ კომიტეტთან ერთად ამ ისტორიულ შენობაში ყოფნა ნამდვილად დიდი პატივია. მადლობას გიხდით ამისთვის. მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის ციტატით დავიწყო. ეს არის ციტატა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პრეზიდენტი ამბობს: `ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა მათთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს.“ ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათი ახირების გამო, ვინც არ იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფალი, ღია, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს შესახებ. ამ სტრატეგიაში, პრეზიდენტი ბაიდენი ასევე იღებს ვალდებულებას, იმუშაოს ჩვენი ალიანსებისა და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებაზე. და სწორედ ამის გაკეთება მთხოვა, როდესაც საქართველოში მოვდიოდი - გამეღრმავებინა ჩვენი ისედაც ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა. ქართველებსა და ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სათავეს იღებს თავისუფლების მიმართ სიყვარულისგან. ის ასევე ემყარება რწმენას, რომ თუ ჩვენ გვექნება თავისუფლება, შრომისმოყვარეობისა და თავდადების გზით, ჩვენ შეგვიძლია, სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ ჩვენი შვილებისთვის. ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის მთავარი პრიორიტეტია ამ განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავება. მაგრამ ნება მომეცით, ვიდრე მომავალზე ვისაუბრებდე, უკან მოვიხედო და გავაანალიზო, თუ რას ნიშნავს ჩვენი პარტნიორობა ბოლო 32 წლის განმავლობაში. ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან ვაფასებ თქვენს სიტყვებს ამ პარტნიორობის შესახებ. კვირას იყო საბჭოთა ოკუპაციის დღე, გავიხსენეთ დღე, როდესაც წითელმა არმიამ ტრაგიკულად მოახდინა საქართველოს ანექსია. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის  მოპოვებიდან შემდგომ წლებში, მე გარწმუნებთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია. ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ საქართველოს, მაგრამ ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას. გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი და რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად. მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში. აშშ-ის მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში. გასული 32 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი - და ჩვენ გავაგრძელებთ ამას. გასულ პარასკევს, მე მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას, პრემიერ-მინისტრთან ჩემს პირველ შეხვედრაზე, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ. ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი პრემიერ-მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე ჩემი ვალდებულების შესახებ. და მე გამოვკვეთე ჩემი, როგორც ელჩის მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების გაგრძელება - რაც ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია, ასევე ჩვენი კულტურული კავშირების განმტკიცება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ელჩის შეფასებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა ვთქვა თითოეულ ამ პრიორიტეტზე. პირველი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის და მისი სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მე ვიცი, რომ ამ ოთახში ბევრი თქვენგანი მუშაობდა ძალიან, ძალიან ბევრს ამ ეტაპის მისაღწევად და ვიცი, რომ თქვენ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომდევნო თვეებსა და წლებში, კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება კონსენსუსი და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში. მან ხაზი გაუსვა რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. „ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბრიუსელში, უკან გამგზავრება იყო, რათა ევროკავშირთან მესაუბრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს დახმარება. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა გამოვკვეთოთ, როგორ არის შესაძლებელი საუკეთესო მხარდაჭერა ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად. ძალიან გამეხარდა, როდესაც შევიტყე, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად საქართველოს კანდიდატობის განსახილველად. ასევე, გამეხარდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა NATO-ს ელჩებთან, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს მისწრაფებები - რასაც ჩვენც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თქვენ ყველას წინ ძალიან დატვირთული წელი გელოდებათ, რადგან წინ ბევრი სამუშაოა აუცილებელი ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ევროატლანტიკური გზის წინსვლისთვის და ასევე არჩევნებისთვის.“ არჩევნები რობინ დანიგანი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:  მე პირადად ვესაუბრე ზოგიერთ თქვენგანს არჩევნების შესახებ და ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, თქვენს პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმა ფარულია და პროცესი თავისუფალი და სამართლიანია.“ შუა დერეფანი ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ ჩემი სპეციალობა ეკონომიკაა და კარიერის უმეტესი ნაწილი გავატარე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაზე. გასულ წელს ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2 მილიარდ დოლარს. მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მე მინდა, მეტი გავაკეთოთ. ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. „ჩვენ გვაქვს აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი, საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტის მხარდასაჭერად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო კერძო პარტნიორობას, რათა სამუშაო ძალის იმ უნარებით აღჭურვისთვის, რომლებიც მათ სჭირდებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებისთვის. ივნისში მე ვუხელმძღვანელებ ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ში მონაწილეობისთვის, რაც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. და იმ დროისთვის, როცა ამ ქვეყანას დავტოვებ, მსურს, შემეძლოს ვთქვა, რომ უფრო მეტი ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციაა [ჩვენს ქვეყნებს შორის], ვიდრე ოდესმე.“ „ჩვენი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მე ასევე მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს შუა დერეფანში. OPIC-მა, რომელიც იყო განვითარების საფინანსო კორპორპორაციის DFC-ის წინამორბედი, 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა შავ ზღვაზე ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის როლი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ლოგისტიკური ცენტრის მხარდასაჭერად.“ საქართთველოს სუვერენიტეტი რობინ დანიგანმა NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროებისა და ქართველ ჯარისკაცების ურთიერთქმედებას გაუსვა ხაზი. კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც დღეს მსურს, ვისაუბრო, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით და შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად, რასაც მივყავართ ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე. ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები. მათ ერთად შეუწყეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების NATO-სთან თავსებადობას. ისინი ერთად იწვრთნებოდნენ და სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ვიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს ამ პარტნიორობამ არამხოლოდ გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალები, არამედ, გააძლიერა ჩვენიც. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში. სიტყვის ბოლოს ელჩმა აღნიშნა, „ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დახმარებაში." და ბოლოს, მინდა აღვნიშნო აშშ-ის ერთგულება, დაეხმაროს საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნების ძალისხმევას, რათა მომავალმა თაობებმა ყოველთვის იცოდნენ საქართველოს მდიდარი კულტურის ისტორია. ეს მოიცავს დადიანების სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს, სამუზეუმო გამოფენას, რომელიც პატივს მიაგებს ქართველ მწერლებსა და სხვა ქართველ კულტურის მოღვაწეებს, და მუშაობას რომაული მოზაიკის გათხრებისა შენარჩუნებისთვის საქართველოს ევროპული ისტორიიდან. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, ვიყო ელჩი საქართველოში. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქმრის ცოლი უკვე 31 წელი და ჩვენი ორი შვილის დედა. პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პატივია. ასე რომ, მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის და მზად ვარ, თქვენგან მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზების შესახებ.

ამერიკის ელჩი: საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო

„ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით, მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას,“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ და იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასურველ მიზანს მიაღწიოს და ამისთვის მას საზოგადოების ყველა სეგმენტის თანამონაწილეობა და საზოგადოების ერთიანობა დასჭირდება. დანიგანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე. „მინდა, შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას აქ საქართველოში და იმ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელსაც ქართველები და ამერიკელები იზიარებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ვიზიარებთ, ფესვგადგმულია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულში - დემოკრატიის საკვანძო ელემენტებში. ის ფესვგადგმულია რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასე მოვიქცეთ, ბევრი შრომითა და თავდადებით შევძლებთ უკეთესი სამყაროს დატოვებას ჩვენი შვილებისთვის. ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ამ მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით, მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ. საქართველომ უკვე მიაღწია შესანიშნავ პროგრესს ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ეს აღიარებულ იქნა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია გარდაუვალია. ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მიერ და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი. საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად. საზოგადოების ყველა სეგმენტის მხრიდან საჭირო იქნება ამაში საკუთარი როლის შესრულება, ევროკავშირის წევრობის მიზნის მისაღწევად საზოგადოების მხრიდან გაერთიანება იქნება საჭირო. კვლავაც ეს უბრუნდება დემოკრატიის რთულ, მაგრამ აუცილებელ ელემენტებს - ტოლერანტობას, ინკლუზიურობას, კომპრომისს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს ამის გაკეთებას და მიზნამდე მიღწევას. ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, როდესაც თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს პარტნიორი, ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე“, - განაცხადა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ამერიკის ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს მასპინძლობს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს: „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა.“ საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავა. ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

რობინ დანიგანი: აშშ-მ, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით

„აშშ-მ, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმე, რათა დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად,“ – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა მედიასთან გააკეთა. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს. ხაშურში ამერიკულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ როდესაც კანონპროექტი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების შეშფოთებას იწვევს, ხოლო ოკუპანტი მიესალმება მას, ქართველებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ "არის თუ არა ის სასიკეთო მათი ქვეყნისთვის.“ „ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის შეშოთების საგანი,  ევროკავშირმა, NATO-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერომ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე,“ განაცხადა ელჩმა და იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც აშშ საქართველოსთვის ახორციელებს. აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება. რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. „ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ამერიკის ელჩი: ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა თავდაცვითი ძალები, აღჭურვა სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი განმარტავს, რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს. „რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე, შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. „ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა.  

საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-მ საქართველოს $13 მილიონის რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა

საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-მ საქართველოს $13 მილიონის მოცულობის რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადასცა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ელჩ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს

„საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“ - ეს განცხადება ამერიკის ელჩს ეკუთვნის. რობინ დანიგანის განცხადება ამერიკის საელჩომ გაავრცელა. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. „მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი. ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს,“ ნათქვამია განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ - საგარეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა. „დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა," - აღნიშნულია განცხადებაში. ელჩ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს